ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სამიზნე სოფლების შერჩევა განხორციელდა სადაც შეიქმნება საზოგადოებრივი ჩართულობის ცენტრები

დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებთან სამიზნე სოფლების შერჩევა განხორციელდა სადაც შეიქმნება საზოგადოებრივი ჩართულობის ცენტრები, შეხვედრას ესწრებოდა საკრებულოს წევრები.

პროექტს „თვითმმართველობის ეფექტურობის გაძლიერება მოსახლეობის ინფორმირების ახალი მეთოდების გამოყენებით“ ფარგლებში, ოზურგეთის ,,ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი“ და გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

ასევე სმს ინფორმირების სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით, პროექტის ფარგლებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს.

შეხვედრებზე ხდება მოსახლეობის ინფორმირება საკრებულოს საქმიანობის შესახებ , სმს სისტემის ერთიანი ბაზისათვის მათთვის ანკეტა-მემორანდუმის შეთავაზება, რომელზეც ხელმოწერის შემთხვევაში ხდება მათი მხრიდან თანხმობის დადასტურება, საკრებულოს გასამართი სხდომებისა და საქმიანობის შესახებ სმს გზავნილის მიღებაზე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სამ ტერიტორიულ ერთეულში შეიქმნება საზოგადოებრივი ჩართულობის ცენტრები. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ონლაინ რეჟიმში თვალყური ადევნონ საკრებულოს სხდომებს და დაუსვან შეკითხავა დეპუტატებს.

საკრებულოს სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია გაზრდის მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ხელს შეუწყობს საკრებულოს მუშაობის კიდევ უფრო ეფექტურობასა და გამჭვირვალობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *