ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშვო ბაღის შენობაში მონიტორი დამონტაჟდა

პროექტის „თვითმმართველობის ეფექტურობის გაძლიერება მოსახლეობის ინფორმირების ახალი მეთოდების გამოყენებით“ ფარგლებში, ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშვო ბაღის შენობაში მონიტორი დამონტაჟდა.

მონიტორის საშუალებით, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ონლაინ რეჟიმში თვალყური ადევნონ საკრებულოს სხდომებს და დაუსვან შეკითხავა დეპუტატებს. საკრებულოს სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია გაზრდის მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ხელს შეუწყობს საკრებულოს მუშაობის კიდევ უფრო ეფექტურობასა და გამჭვირვალობას.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი მონიტორი დამონტაჟდება ასევე შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში და სოფელ წყალწმინდაში.

პროექტს ოზურგეთის ,,ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი“ და გურიის ,,ახალგაზრდა რესურსცენტრი“ UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *