ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარე გიორგი ხელაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით განსაზღვრული ორი საკითხი განიხლეს.

,,ევროკავშირის საგრანტო კუნკურსის ,,მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის ფარგლებში, რომელშიც ჩართულია გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტი, გრანტის სახით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 14 748 ევრო. იმისათვის რომ გრანტი მიიღოს მუნიციპალიტეტმა, აუცილებელია მთავრობის ნებართვა. საკითხის მთავრობის სხდომაზე განხილვის შემდეგ მოხდბა ამ თანხის მიღება“.

პროექტის შესახებ დეტალურად ისაუბრა და აღნიშნული საკითხის ირგვლივ დეპუტატების შეკითხვებს პასუხობდა ,,ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ პროექტების კოორდინატორი ლევან მჟავანაძე.

პროექტის განხორციელებაში გურიის ოთხივე მუნციპალიტეტთან ერთად ჩართული იყო არასამთავრობო ორგანიზაციები, ,,სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“ და ,,ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი“.

,,პროექტის ფარგლებში შემუშავდა სპეციალური მონაცენთა ბაზა, რომელზეც არის დატანილი ყველა მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტი, რომელიც ტურისტისთვის შეიძლება საინტერესო იყოს. მაგალითად ისტორიული, არქიტექტურული ობიექტები, ინფორამცია სასტუმროების, სპორტული კომპლექსების თუ სხვა მომსახურების სერვისების შესახებ. შექმნილია ასევე ქართული და ინგლისურ ენოვანი მობილური აპლიკაცია – (დამუსავების პროცესშია რუსულენოვანი აპლიკაცია) ,,რა ყოფილა გურია“, რომელიც ივლისიდან ამოქმედდება. აპლიკაციის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება გურიის ტურისტული ინფორმაციის მოძიება. ზაფხულში გაიმართება ფესტივალი, ე. წ ,,CHARRETTE” , სადაც სხვადასხვა ექსპერტები იქნებიან მოწვეულები, რომლებიც დამატებითი ინფორმაციას დაამუშავებენ გურიის ტურისტული პოტენციალის შესახებ“, აღნიშნა ლევან მჟავანაძემ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *