პრეზენტაცია - ვებ პორტალის www.guria.ge გამოყენება საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით

9 ივნისს, ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩაატარა NED (National Endowment for Democracy|) მიერ დაფინანსებული პროექტის „მოსახლეობის ინფორმირების ახალი მეთოდების გამოყენება სამოქალაქო აქტიურობის გაზრდისათვის“ პრეზენტაცია – ვებ პორტალის www.guria.ge გამოყენება საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. 
პრეზენტაციას უძღვებოდა ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წევრი ლევან მჟავანაძე. მან მონაწილეებს გააცნო ვებ გვერდზე მუშაობის პრინციპები, რომელის საშუალებითაც შესაძლებელია მოსახლეობის ინფორმირება ინფოგრაფიკების გამოყენებით 4 მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საკითხების შესახებ.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მედია და დაინტერესებული პირები.
მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები და ვებ გვერდის გაუმჯობესების მიზნით იმსჯელეს კონკრეტული თემების შესახებ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *