სოფელ ხიდისთავის საბავშვო ბაღში შეიქმნა ჩართულობის ცენტრი

გრძელდება შეხვედრები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის ჩართულობის გასააქტიურებლად, სოფელ ხიდისთავის საბავშვო ბაღში შეიქმნა ჩართულობის ცენტრი, ბაღს გადაეცა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი და ტელევიზორი სადაც მოსახლეობა შეძლებს ონლაინ რეჟიმში თვალი ადევნოს საკრებულოს სხდომებს და ჩაეთოს მასში, პროექტის ფარგლებში ასევე გრძელდება დაინტერესებულ მოსახლეობასთან მემორანდუმების გაფორმება რათა დაინერგოს მოკლე ტექსტური შეტყობინებების პრინციპი. პროექტის ფარგლებში ჩოხატაურში გაიხსნება კიდევ ორი ცენტრი სოფელ კოხნარში და ერკეთში.

პროექტს „თვითმმართველობის ეფექტურობის გაძლიერება მოსახლეობის ინფორმირების ახალი მეთოდების გამოყენებით“ ფარგლებში, ოზურგეთის ,,ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი“ და გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

საკრებულოს სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია გაზრდის მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ხელს შეუწყობს საკრებულოს მუშაობის კიდევ უფრო ეფექტურობასა და გამჭვირვალობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *