ჩოხატაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ჩატარდა პრეზენტაცია - ვებ პორტალის www.guria.ge ს შესახებ

 

დღეს ჩოხატაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ჩატარდა პრეზენტაცია – ვებ პორტალის www.guria.ge ს შესახებ. პორტალის გამოყენების მიზანია საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გახრდა. მონაწილეები გაიგეს ვებ გვერდზე მუშაობის პრინციპები, რომელის საშუალებითაც შესაძლებელია მოსახლეობის ინფორმირება ინფოგრაფიკების გამოყენებით 4 მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საკითხების შესახებ.
მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები და ვებ გვერდის გაუმჯობესების მიზნით იმსჯელეს კონკრეტული თემების შესახებ.

პროექტს – „თვითმმართველობის ეფექტურობის გაძლიერება მოსახლეობის ინფორმირების ახალი მეთოდების გამოყენებით” ოზურგეთის ,,ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი” და გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *