უფროსკლასელთათვის ჩატარდა ტრენინგები თემებზე: „როგორ შევადგინოთ საპროექტო განაცხადი“ და „კომუნიკაცია და პრეზენტაციის ტექნიკა“

3 და 4 აგვისტოს „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ სატრენინგო დარბაზში, უფროსკლასელთათვის ჩატარდა ტრენინგები შემდეგ თემებზე: „როგორ შევადგინოთ საპროექტო განაცხადი“; „კომუნიკაცია და პრეზენტაციის ტექნიკა“. ტრენინგს უძღვებოდა ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის თავმჯდომარე მინდია სალუქვაძე. ტრენინგები ჩატარდა პროექტის “თანამშრომლობა ქალაქ ოზურგეთში თვითმმართველობის გამჭვირვალობის და მუნიციპალური სერვისების გასაუმჯობესებლად“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროპის ფონდის მიერ, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გრანტის ფარგლებში.

გურიის ტურიზმის ფესტივალი - რა ყოფილა გურია 

ოზურგეთში, ლანჩხუთის და ჩოხატაურის შემდგომ გაგრძელდა გურიის ტურისტული ფესტივალი მრავალფეროვანი პროგრამით. მოეწყო ადგილობრივი მხატვრების გამოფენა, მეწარმეებმა თავიანთი პროდუქცია წარუდგინეს დამთვალიერებლებს, გაიმართა გურიის ტურისტული მარშრუტის მობაილ აპლიკაციის პრეზენტაცია. ოზურგეთის პარკში მოწყობილ ეთნოგრაფიულ კუთხეს უამრავი დამთვარიელებელი ესტუმრა, მათ საშუალება ჰქონდათ ეჯირითად ცხენებით, საჩუქრად მიეღოთ ტურისტული რუკა, დაეთვალიერებინათ ხალხური რეწვის ნიმუშები და რა თქმა უნდა, მოესმინათ უნიკალური, მრავალხმიანი გურული სიმღერები…
ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები, ასევე ოზურგეთში მყოფი ტურისტები, ევროკავშირისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ოზურგეთში ღონისძიება დასრულდა ფოიერვერკით.
ევროკავშირის წარმომადგენლის დომინიკა სკუბიდას თქმით, ძალზედ მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის ხალხის ჩართულობა, რათა გურიის მოსახლეობამ მიიღოს მეტი სარგებელი არსებული რესურსებით. აევროკავშირის ეხმარება გურიის ოთხ მუნიციპალიტეტს (ოზურგეთის, ლანჩხუთი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები, ოზურგეთის მერია) და ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან (სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი) მონაწილეობის პრინციპით შექმნან გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგია,
გურიის ტურისტული ფესტივალის მონაწილეებს: ადგილობრივ მოსახლეობას, ტურისტებს, სფეროს ექსპერტებს, მიმართა გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ , პროექტის ხელმძღვანელმა ნანა თავდუმაძემ. მათ გურიის ტურიზმის განვითარები პროექტის მნიშვნელობაზე, ტურიზმის სტრატეგიაზე და გურიის ტურისტულ პოტენციალზე გაამახვილეს ყურადღება.
პროექტის ხელმძღვანელმა ნანა თავდუმაძემ მოსახლეობას მოუწოდა აქტიური მონაწილეობა მიიღონ ტურიზმის სტრატეგიის შემუშავებაში, 24–26 ივლისს ოზურგეთში, კოლეჯ „ჰორიზონტში“ გაიმართება გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარების პერსპექტივების ფართომასშტაბიან განხილვას. მასში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ექსპერტები, მოქალაქეები, ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული აქტორები 
განხილვა ჩატარდება მონაწილეობითი მეთოდოლოგიით – CHARRETTE Studio, რომელიც შემუშავდა მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის შარეტის ეროვნულ ინსტიტუტში (National Chrrette Institute -NCI). გაიმართება პლენარული სესიები და თემატური ჯგუფები, რომლის შემდგომ დამსწრე საზოგადოება, ერთობლივად განსაზღვრას იმ პრიორიტეტებს, რასაც დაეფუძნება გურიის ტურიზმის სტრატეგია.
ღონისძიებები იმართება პროექტის „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ – ფარგლებში. 3 წლიანი პროექტის მიზანია გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. პროექტს ურთიერთანამშრომლობით ახორციელებენ ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები, ქ. ოზურგეთის მერია, საზოგადოებრივი ორგანიზაციები: ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი,, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

ვებ გვერდის www.guria.ge პრეზენტაცია ქ.ოზურგეთის პროფესიულ კოლეჯ “ჰორიზონტში"

ოზურგეთის პროფესიულ კოლეჯ “ჰორიზონტში“ გაიმართა ვებ გვერდის guria.ge პრეზენტაცია, პროექტის „თანამშრომლობა ქ. ოზურგეთში თვითმმართველობის და მუნიციპალური სერვისების გასაუმჯობესებლად“ ფარგლებში, სადაც კოლეჯის სტუდენტებს და კოლეჯის თანამშრომლებს გააცნეს ვებ გვერდი guria.ge. პორტალის გამოყენების მიზანია საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გზრდა. მონაწილეებმა გაიგეს ვებ გვერდზე მუშაობის პრინციპები, რომელის საშუალებითაც შესაძლებელია მოსახლეობის ინფორმირება ინფოგრაფიკების გამოყენებით 4 მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საკითხების შესახებ.
პროექტს ახორციელებს ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

1 2 3 17