ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სამიზნე სოფლების შერჩევა განხორციელდა სადაც შეიქმნება საზოგადოებრივი ჩართულობის ცენტრები

დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებთან სამიზნე სოფლების შერჩევა განხორციელდა სადაც შეიქმნება საზოგადოებრივი ჩართულობის ცენტრები, შეხვედრას ესწრებოდა საკრებულოს წევრები.

პროექტს „თვითმმართველობის ეფექტურობის გაძლიერება მოსახლეობის ინფორმირების ახალი მეთოდების გამოყენებით“ ფარგლებში, ოზურგეთის ,,ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი“ და გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

ასევე სმს ინფორმირების სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით, პროექტის ფარგლებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს.

შეხვედრებზე ხდება მოსახლეობის ინფორმირება საკრებულოს საქმიანობის შესახებ , სმს სისტემის ერთიანი ბაზისათვის მათთვის ანკეტა-მემორანდუმის შეთავაზება, რომელზეც ხელმოწერის შემთხვევაში ხდება მათი მხრიდან თანხმობის დადასტურება, საკრებულოს გასამართი სხდომებისა და საქმიანობის შესახებ სმს გზავნილის მიღებაზე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სამ ტერიტორიულ ერთეულში შეიქმნება საზოგადოებრივი ჩართულობის ცენტრები. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ონლაინ რეჟიმში თვალყური ადევნონ საკრებულოს სხდომებს და დაუსვან შეკითხავა დეპუტატებს.

საკრებულოს სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია გაზრდის მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ხელს შეუწყობს საკრებულოს მუშაობის კიდევ უფრო ეფექტურობასა და გამჭვირვალობას.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში პროექტ- ,,მოსახლეობის ინფორმირების ახალი მეთოდების გამოყენება სამოქალაქო აქტიურობის გაზრდისათვის“ პრეზენტაცია გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში პროექტ- ,,მოსახლეობის ინფორმირების ახალი მეთოდების გამოყენება სამოქალაქო აქტიურობის გაზრდისათვის“ პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც პროექტის წარმდგენმა, ექსპერტმა ამირან გიგინეიშვილმა განაცხადა, _ პროექტის მიზანი, გურიის მხარის ოთხივე მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის გაზრდა თვითმმართველობის განხორციელებაში, უფრო მეტი საჯაროობა და ადამიანების ინფორმირებულება გახლავთ.

,,ოზურგეთის ახალგზარდა მეცნიერთა კლუბის“ მიერ მოხდა გურიის მუნიციპალიტეტების სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრების შესწავლა. წარმოდგენილი იყო ბიუჯეტები ინფოგრაფიკებში, მაგალითად, სასწავლო წლის განმავლობაში 1 ბავშვზე შემდეგი თანხებია გამოყოფილი. 
მუნიციპალიტეტების მიხედვით: ლანჩხუთი _ 438,59 ლარი; ქ. ოზურგეთი _ 284,68 ლარი; ოზურგეთი _ 288,85 ლარი; ჩოხატაური _ 361,63 ლარი.

კვლევაში ნაჩვენებია საბავშვო ბაღების, სააღმზრდელო ჯგუფებისა და აღსაზრდელების რაოდენობა თითოეულ მუნიციპალიტეტში, ბაღების რაოდენობები გათბობის საშუალებების მიხედვით, სანიტარულ–ჰიგიენური საშუალებებისთვის გამოყოფილი თანხა და ა.შ .

პრეზენტაცია ბაღების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ტაბიძე და საკრებულოს სხვა წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ბაღების წარმომადგენლები დაინტერესდნენ იმ მოსალოდნელ ავტორიზაციაზე, რომელიც მათთვის მალე სავალდებულო გახდება. როგორც განმარტეს, 2020 წლამდე ყველა ბაღმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია. მოხდება მათი შესაბამისი აღჭურვა და ა.შ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის საცდელი ტრანსლაცია განხორციელდა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის საცდელი ტრანსლაცია განხორციელდა. 
 საკრებულოს ფეისბუქ გვერდზე დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ სხდომის მიმდინარეობისთვის პირდაპირ რეჟიმში ედევნებინათ თვალი.

პროექტს „თვითმმართველობის ეფექტურობის გაძლიერება მოსახლეობის ინფორმირების ახალი მეთოდების გამოყენებით“ ფარგლებში, ოზურგეთის ,,ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი“ და გურიის ,,ახალგაზრდა რესურსცენტრი“ UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

სმს ინფორმირების სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით, პროექტის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს.

შეხვედრებზე ხდება მოსახლეობის ინფორმირება საკრებულოს საქმიანობის შესახებ , სმს სისტემის ერთიანი ბაზისათვის მათთვის ანკეტა-მემორანდუმის შეთავაზება, რომელზეც ხელმოწერის შემთხვევაში ხდება მათი მხრიდან თანხმობის დადასტურება, საკრებულოს გასამართი სხდომებისა და საქმიანობის შესახებ სმს გზავნილის მიღებაზე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სამ ტერიტორიულ ერთეულში შეიქმნება საზოგადოებრივი ჩართულობის ცენტრები. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ონლაინ რეჟიმში თვალყური ადევნონ საკრებულოს სხდომებს და დაუსვან შეკითხავა დეპუტატებს.

საკრებულოს სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია გაზრდის მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ხელს შეუწყობს საკრებულოს მუშაობის კიდევ უფრო ეფექტურობასა და გამჭვირვალობას.

1 2 3 4 5 6 17