ისტორია

idea-3

ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაციაა გურიის რეგიონში. იგი როგორც არარეგისტრირებული კავშირი “ახალგაზრდა მეცნიერთა და ასპირანტთა კლუბის” სახით ჯერ კიდევ 1993 წელს შეიქმნა. 1995 წლიდან კლუბი დარეგისტრირდა როგორც დამოუკიდებელი იურიდიული პირი და დაარსდა მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანება, ხოლო 1998 წელს საქართველოს ახალი სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია და მისი სრული სახელწოდებაა – საზოგადოებრივი კავშირი “ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი”.

1996 წლის მაისის თვეში კლუბის პროექტმა მოიპოვა ევრაზიის ფონდის გრანტი.  პირველი გრანტის მიღებიდან დღემდე ორგანიზაციას დამოუკიდებლად განხორცილებული აქვს 40-ზე მეტი პროექტი და მონაწილეობას ღებულობდა 10-მდე ქსელურ პროექტში.

მოცემულ ეტაპზე ჩვენი ორგანიზაციის მისიაა: „ხელი შევუწყოთ რეგიონში სამოქალაქო, საჯარო და ბიზნეს სექტორების განვითარებას, მათ საჭიროებაზე მორგებული თანამედროვე და ეფექტური საგანმანათლებლო-საკონსულტაციო მომსახურებით; რეგიონის სტრატეგიული განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით ინოვაციური პროექტების ინიცირებითა და განხორციელებით“.

კლუბის ძირითადი მამოძრავებელი იდეა წლების განმავლობაში კარგადაა გადმოცემული ბერნარდ შოუს სიტყვებში: “თუ შენ გაქვს ვაშლი და მეც მაქვს ვაშლი და ჩვენ მათ გავცვლით, ორივეს ისევ თითო-თითო ვაშლი გვექნება, მაგრამ თუ შენ გაქვს იდეა და მეც მაქვს იდეა და ჩვენ მათ გავცვლით, ორივეს ორ-ორი იდეა გვექნება“.

 

apple